leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრეზიდენტი: გუნდის მხარდაჭერამ დამარწმუნა, რომ ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო

“საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატობას არ ველოდი, თუმცა ჩემი გუნდის მხარდაჭერამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფრანგულ Radio Courtoisie-თან ინტერვიუში.

„როდესაც გავიგე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი ვიყავი, ამას არ ველოდი. დიახ, 9 წელია, რაც „ქართული ოცნების“ და პარლამენტის წევრი ვარ. ორი წლის წინ, შევქმენით ჩვენი პარტია – „ხალხის ძალა“. თუმცა, არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მივიღეთ მონაწილეობა და ამ წინადადების მოულოდნელობის გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი პარტიის ხელმძღვანელებთან და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ჩემი გუნდის მხარდაჭერამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო.

ეს პირადი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო ინსტიტუტისთვის, რომელიც უნდა დაბრუნდეს საკონსტიტუციო ჩარჩოში. ვწუხვარ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ დაარღვია წესრიგი, რომელიც ჩვენს საპარლამენტო რესპუბლიკას მართავს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ