საქართველო ევროპული ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის მაგალითი შეიძლება გახდეს,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფრანგულ მედიასაშუალებასთან – Radio Courtoisie-სთან საუბრისას.
მანვე აღნიშნა, რომ მას სჯერა ევროპული ღირებულებების, არა ბრიუსელის ბიუროკრატების და ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოწყობილი დევნა არ წარმოადგენს ნამდვილ ევროპას.
“ჩვენი ქმედებების მნიშვნელობა განისაზღვრებოდა ჩვენი ეროვნული ინტერესებით ყველა კონფლიქტის მიმართ. სამწუხაროდ, ეს არასოდეს მომხდარა წინა მთავრობების დროს, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ გარე ძალებზე. ხალხმა ეს ნათლად დაინახა… ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩებოდა განვითარების გზაზე, მაგრამ ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ასევე ეკონომიკური მაჩვენებლების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველო მათ ბევრად უსწრებს. ევროპა, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, არ არის დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ. აუცილებელია ადგილზე სიტუაციის შეფასება, რათა ვნახოთ, რა შედეგები აქვს ამ მთავრობას განვითარების კუთხით. მე მჯერა ევროპული ღირებულებების და არა ბრიუსელის ბიუროკრატების. გავბედავ იმის თქმას, რომ საქართველო ევროპული ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის მაგალითი შეიძლება გახდეს. სწორედ ამგვარად ემთხვევა დონალდ ტრამპის შეხედულებები მოქმედი მთავრობის პოზიციებს.
ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ასე შემდეგ. ჩვენთვის ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოწყობილი ეს დევნა არ წარმოადგენს ნამდვილ ევროპას, რომელიც ჩემს თვალში ნიშნავს განსხვავებულ მოსაზრებებსა და ფაქტების გადამოწმებას. ეს სრულიად საპირისპიროა იმ გადაწყვეტილების, რომლის მიხედვითაც აკრძალეს ევროპაში შესვლა ქართული დიპლომატიური პასპორტებით”, – განაცხადა ყაველაშვილმა.