leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი შერმადინმა ორმაგი დუბლი შეასრულა და „ანდორასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის, გიორგი შერმადინის გუნდი „ტენერიფე“ ესპანეთის საკალათბურთო ლიგის 25-ე ტურში სტუმრად „ანდორას“ დაუპირისპირდა და მეტოქე 79:66 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი მოედანზე საუკეთესო იყო, შერმადინმა 23 ქულა, 10 მოხსნა, 4 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გიორგიმ 11-დან 9 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. შეხვედრის შემდეგ ის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) დაასახელეს.

„ტენერიფეს“ შემადგენლობაში გამორჩეული იყო კაილ გეიც. ამერიკელმა „ანდორას“ კალათში 17 ქულა ჩააგდო, ხოლო 14 ქულა ჰქონდა ბრაზილიელ მარსელიონიო უერტასს.

ამ მომენტისთვის „ტენერიფეს“ ესპანეთის ჩემპიონატში 30 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი „გრან კანარიას“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

ასევე იხილეთ