leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რომელიც პირდაპირ იყო სამშობლოს ღალატის ნიშნების შემცველი

“საქართველოში ნებისმიერი პირი უნდა დაფიქრდეს, რომ სამშობლოს ღალატის მუხლი არსებობს და მსგავს ნაბიჯზე არც კი იფიქროს, ამ ცვლილებების მიზანი სწორედ, ეს არის”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რომელიც პირდაპირ იყო სამშობლოს ღალატის ნიშნების შემცველი.

“საზოგადოებამ იცოდა, მაგრამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მორიგ ჯერზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის ფაქტები, რის გამოც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლი ამოიღეს. „ნაციონალური მოძრაობა“, ეს რეჟიმი ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რომელიც პირდაპირ იყო სამშობლოს ღალატის ნიშნების შემცველი. გამომდინარე იქიდან, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მოგვახსენა, რომ ის ოქროს მტკიცებულება, რისი საშუალებითაც რუსეთთან საერთაშორისო დავა მოვიგეთ, ამას ვერ მოვიგებდით, რადგან ცნობილი „ისკანდერის“ ნაწილები არა თუ საქმეში, არამედ საქართველოშიც არ იყო. ამავდროულად, საერთაშორისო სასამართლოში მტკიცებულებები წარდგენილი არ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი 4-5 წლის განმავლობაში, ვიდრე ომის შემდეგ ხელისუფლებაში ისევ „ნაცმოძრაობა“ რჩებოდა, არა თუ არაფერი გაკეთებულა რუსეთთან საერთაშორისო დავის მოსაგებად, არამედ პირიქით, რუსეთს ომის შემდეგ სტრატეგიული ობიექტები, სახელმწიფო საწარმოებიც კი გადასცეს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში რუს ბიზნესმენებს დიდი პატივით ხვდებოდნენ.

“მხოლოდ ამ ფაქტის გამო არ ხდება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა. ნებისმიერი პირი იმაზე უნდა დაფიქრდეს, რომ ასეთი მუხლი არსებობს, რასაც სამშობლოს ღალატი ჰქვია, რომ ასეთ ნაბიჯზე არც კი იფიქროს. ამ ცვლილებების მიზანი სწორედ ეს არის”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ