„სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ვიხილეთ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აშკარად ატარებდნენ გარედან მიღებულ დავალებებს. ყველამ პასუხი უნდა აგოს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დამატებას ეხება.
„სამწუხაროდ, ბოლო წლების, თვეების განმავლობაში ვიხილეთ კონკრეტული დაჯგუფებები და ადამიანები, რომლებიც აშკარად ატარებდნენ გარედან მიღებულ დავალებებს, უცხო ქვეყნის ინტერესებს. ისინი დგამდნენ ნაბიჯებს, რომლებიც სიძულვილითა და ბოროტებით იყო გაჯერებული, საზოგადოების გახლევის მცდელობები ჰქონდათ. ვნახეთ კონკრეტული ფაქტები, როდესაც იგეგმებოდა ექსტრემისტული ორგანიზაციების, რადიკალების დაფინანსება. სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ.
რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანმა, ვინც სჩადიოდა ამ ტიპის ქმედებებს, მოქმედებდა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, პასუხი უნდა აგოს. ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს“, – აღნიშნა თბილისის