leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლადო ბოჟაძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე: არ ვიცი რატომ შეეშინდა მაინც და მაინც ოპოზიციას და საკუთარ თავზე რატომ მიიღო, ეტყობა ძველი გამოცდილება აწუხებთ

“არ ვიცი რატომ შეეშინდა მაინც და მაინც ოპოზიციას და საკუთარ თავზე რატომ მიიღო. ეტყობა ძველი გამოცდილება აწუხებთ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დამატებას ეხება.

მისი თქმით, იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას, ამ მუხლის სისხლის სამართლის კოდექსში დამატების ინიციატივას, განმარტებები არ სჭირდება.

„სამშობლოს ღალატის განმარტება და სახელმწიფოს ღალატის განმარტება, მე მგონი ძალიან მარტივია ამ თვალსაზრისით. მითუმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და როგორც ჩანს ექნება მომავალი წლების განმავლობაში. იმიტომ, რომ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ პოზიციაშია ჩვენი ქვეყანა. უამრავი რამ ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო. უამრავი ქვეყნის ინტერესი შეიძლება არსებობდეს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. არ ვიცი რატომ შეეშინდა მაინც და მაინც ოპოზიციას და საკუთარ თავზე რატომ მიიღო. ეტყობა ძველი გამოცდილება აწუხებთ. დაველოდოთ განხილვებს“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება. აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში იყო თუმცა ის 2007 წელს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა ამოიღო.

ასევე იხილეთ