leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პირველი გულშემატკივარი სახელმწიფოა, კარგია, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა

“პირველ რიგში, მისასალმებელია, რომ შიმშილობა შეწყვიტა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელზე საუბრისას. მისი თქმით, ამ დღეებმა გამოავლინა ის, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ის მხოლოდ იარაღი იყო და ამიტომაც აქეზებდნენ, იმისკენ, რომ შიმშილობა არ შეეწყვიტა.

„მე გაოგნებული ვარ ევროკავშირის ელჩის განცხადებებით, მათ შორის გუშინაც ჰქონდა მას განცხადება რომელიც შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ წაქეზება იყო, რომ ადამიანს საკუთარი თავის დაზიანება გაეგრძელებინა. როდესაც ამას აკეთებს ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, ეს აჩვენებს მის პირად აცდენას არათუ ევროპულ, არამედ ადამიანურ ღირებულებებთან, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ მიემართა მზია ამაღლობელისთვის და ეთქვა რომ შეეწყვიტა, ვნახეთ მისი მხრიდან წაქეზება, რომ ადამიანს გაეგრძელებინა საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება. სააკაშვილის დროსაც ასე იყო. ამ დღეებშიც ვამბობდით, რომ ვერცერთი ელჩი ვერ გამოვიყვანეთ და ვერ ვათქმევინეთ, რომ შეეწყვიტა ადამიანს საკუთარი თავის დაზიანება. აქ ჩანს, რომ ზოგიერთებისთვის ის მხოლოდ ინსტრუმენტია და თუ გახსოვთ, ქალბატონ სალომეს წამოსცდა კიდევაც, რომ მზია ამაღლობელი არის კარგი იარაღი მის ხელში და როგორც ჩანს, ზოგიერთი უცხოელის ხელში ის იარაღი იყო. ამიტომ, კარგია, რომ შეწყვიტა [შიმშილობა].

როგორც სააკაშვილის შიმშილობის დროსაც ვამბობდით, ახლაც კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო არის პირველი გულშემატკივარი პირადად მისი ჯანმრთელობის და კარგია, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა და ამავე დროსაც, ალბათ მასაც ექნება საშუალება, რომ გაანალიზოს, ის, რომ ის ხალხი, რომელიც შეიძლება მას მეგობრობას ეფიცებოდნენ, სინამდვილეში, მისი იარაღად გამოყენებას ცდილობდნენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს, ვგულისხმობ იმ უცხოელებს, რომელთა განცხადებები იყო ჩვეულებრივი წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობა კიდევ უფრო მეტად დაეზიანებინა, საერთოდ არანაირი კეთილი განზრახვები საქართველოსთან დაკავშირებით არ აქვთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ