leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: ჩვენ შევეცადეთ საქართველოსთვის ყველაზე მორგებული და რბილი ვერსია ყოფილიყო

“რაც შეეხება „გამჭვირვალობის კანონს“ აქ ვხედავთ, რომ დღემდე ხალხი, რომელსაც შიგნით თუ გარეთ წაკითხულიც არა აქვთ ეს კანონი, ცდილობს რომ ან თარგმანში დააბნიოს, ქართველები ცდილობენ, რომ დააბნიონ უცხოელები, რა არის შინაარსი ამ კანონისა და პირიქით უცხოელებით აქეთ მერე გვიმტკიცებენ საკითხებს, რაც არ წერია საერთოდ კანონში”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „გამჭვირვალობის კანონზე“ საუბრისას.

“ჩვენ შევეცადეთ საქართველოსთვის ყველაზე მორგებული და რბილი ვერსია ყოფილიყო. ვხედავთ, რომ მაინც ამას იყენებენ, ბუნდოვანებას ქმნიან კანონთან დაკავშირებით, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინონ. ამიტომ, ხომ არის ამერიკის შეერთებული შტატები მათთვის იდეალი და მისაბაძი, აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატები, არის იმისი „ფარა“, რომელიც ათწლეულები მოქმედებს.

ის, რომ გარე ჩარევებისგან დაცულია ამერიკის შეერთებული შტატები, ალბათ ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, შესაბამისად ესე იგი ეფექტურად მოქმედებს ეს კანონი. პირდაპირ სიტყვა სიტყვით გადმოვიღებთ ამ კანონს. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს კანონის შინაარსთან თუ რაიმე კითხვაზე ვერ ერკვევა, მიმართონ ამერიკის შეერთებულ შტატებს. თუ რაიმე მიაჩნიათ სამართლიანად, უსამართლო მიმართონ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ან თქვან მაშინ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიაჩნიათ მათ არადემოკრატიულად და არასამართლიანად. ამიტომ კანონს სიტყვას ვიტყვით გადმოვიღებთ, ედავონ ამერიკის შეერთებულ შტატებს”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ