leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთს სურს, ნატო-მ უარყოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირებები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთს სურს, ნატო-მ უარყოს 2008 წლის დაპირება, რომლის თანახმადაც, უკრაინა მომავალში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება.

“უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას და კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს მთელი ევროპისთვის”, – განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანებაზე უბრალოდ უარის თქმა რუსეთისთვის არ არის საკმარისი.

“ალიანსმა უნდა უარყოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა გააგრძელებს ევროპულ კონტინენტზე ატმოსფეროს მოწამვლას”, – აღნიშნა ზახაროვამ.

ცნობისთვის, რომ 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატომ განაცხადა, რომ როგორც უკრაინა, ისე საქართველო მომავალში გახდებიან ალიანსის წევრები.

ასევე იხილეთ