leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ფოქს ნიუსი“: რუსეთი და აშშ ომის შეწყვეტის სამეტაპიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც უკრაინაში არჩევნების ჩატარებასაც გულისხმობს

შეერთებული შტატები და რუსეთი უკრაინაში ომის შეწყვეტის სამეტაპიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას, არჩევნებს უკრაინაში და საბოლოო შეთანხმების ხელმოწერას.

ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, აშშ და რუსეთი უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარებას „მოგვარების პროცესის წარმატების მთავარ პირობად“ მიიჩნევენ.

ტელეარხი აღნიშნავს, რომ არჩევნების ნაწილი სადავო გახდება, რადგანაც რუსეთი უკრაინას „ნამდვილი არჩევნების ჩატარებას შესაძლებლობას არ მისცემს და ჩაერევა“, ხოლო უკრაინაში „პრორუსული მარიონეტი პრეზიდენტის დანიშვნის პერსპექტივას“ არ მიიღებენ.

„ფოქს ნიუსის“ ამერიკული წყარო აზუსტებს, რომ მხარეები განიხილავენ არჩევნების საკითხს და „ის შეიძლება გახდეს მომავალი მოლაპარაკებების ნაწილი, მაგრამ არა დღეს“.

„პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მარიონეტი პრეზიდენტის არჩევის შანსები მაღალია და ასევე დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი სხვა კანდიდატი, უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის გარდა, უფრო მოქნილი იქნება, მზად იქნება მოლაპარაკებებისა და დათმობებისთვის. თავის მხრივ, ტრამპი მზადაა, მიიღოს არჩევნების ნებისმიერი შედეგი, მათ შორის პრორუსული მარიონეტის არჩევის შესაძლებლობაც. ამასთან, ტრამპი და პუტინი მიიჩნევენ, რომ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელახლა არჩევის შანსები დაბალია“, – იტყობინება „ფოქს ნიუსი“.

სამეტაპიან გეგმასთან დაკავშირებით კითხვა ერ-რიადში მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს დაუსვეს, რომელმაც თქვა, რომ „ასეთი გეგმა არ მინახავს“.

„ამ გეგმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და ტრამპის მრჩეველ მაიკ უოლცს ვკითხე, თუ რას ნიშნავს ეს, რომლებმაც მითხრეს, რომ ეს ფეიკია“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ასევე იხილეთ