UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში საქართველოს მიერ წარდგენილმა ახალმა ნომინაციამ – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – განხილვის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
საქართველოს მიერ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ახალმა ნომინაციამ – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – განხილვის პროცესის პირველი, ტექნიკური შეფასების ეტაპი, წარმატებით გაიარა.
ნომინაციის შინაარსობრივი შეფასების მეორე ეტაპი 2025 წლის ნოემბერში დასრულდება, ხოლო საბოლოო განხილვა გაიმართება UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე 2025 წლის 8-13 დეკემბერს ინდოეთში, ქალაქ დელიში.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. საქართველოს კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს და ნომინაციის მომზადების მონაწილე ყველა მხარეს.