leaderboard_below_slide
left_sabechdi

ერდოღანი: თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს შესაძლო მოლაპარაკებებს უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის

JPG resized with https://ezgif.com/resize

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა მიიღოს შესაძლო მოლაპარაკებები უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის.

„იმ აქტიური დიპლომატიური საქმიანობის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ სამი წელია ვაწარმოებთ, ჩვენი ქვეყანა იდეალური მასპინძელია იმ მოლაპარაკებებისთვის, რომელიც სავარაუდოდ დაიწყება უკრაინას, რუსეთსა და ამერიკას შორის“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

თურქეთის ლიდერის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ანკარა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

ასევე იხილეთ