leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზელენსკი: უკრაინის ზურგს უკან არავინ უნდა გადაწყვიტოს უკრაინის ბედი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ზურგს უკან არავინ უნდა გადაწყვიტოს უკრაინის ბედი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

კერძოდ, ზელენსკის ჰკითხეს ერ-რიადში ამერიკისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შესახებ, სადაც რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის საკითხი განიხილეს.

უკრაინის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას, როგორც არავის, სურს ომის დასრულება, მაგრამ ეს სამართლიანად უნდა მოხდეს.

„და ისე, რომ არავინ არაფერი გადაწყვიტოს ჩვენს ზურგს უკან. ჩემი აზრით, ეს სამართლიანია. შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება უკრაინის გარეშე. ჩვენ არ მიგვიწვიეს ამ რუსულ-ამერიკულ შეხვედრაზე საუდის არაბეთში. ეს ჩვენთვის სიურპრიზი იყო. ვფიქრობ, როგორც ბევრისთვის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ