საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თბილისის მერიის მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის მონაწილე მწვრთნელ-მასწავლებლებთან შეხვედრას დაესწრო. მინისტრმა პროგრამის უხუცესი მწვრთნელების დაჯილდოებაშიც მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე გალინა ზრაჟევსკაია, რევაზ გამხოშვილი და გივი კახაბრიშვილი დაჯილდოვდნენ.
შეხვედრაზე პროგრამის მნიშვნელობაზე, მის სამომავლო განვითარებასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობს 350 მწვრთნელ-მასწავლებელი, რომლებიც მოზარდებს სპორტის 49 სახეობაში ავარჯიშებენ.
მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სხვადასხვა სპორტული სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდა და სპორტის სახეობების განვითარების მხარდაჭერა.