ჩვენ გარშემო ხდება კატაკლიზმური რაღაცები, რომელმაც შეიწირა ერთი ქვეყანა. ამ სიტუაციაში მე მგონია, რომ ჩვენ გვყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც გაგვატარა ბეწვის ხიდზე, შეგვინარჩუნა მშვიდობა, არ დაგვანგრევინა ეკონომიკა, იმისდა მიუხედავად, რომ გარედან წარმოუდგენელი ნიაღვარი დაგვესხა, – განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.
„ჩვენ 193 ქვეყანაში გვასახელებენ, როგორც ყველაზე ცუდს. რომ ვანახოთ ევროპა როგორი ძლიერია, საქართველო დავანგრიოთო, გამოდის ვიღაც ევროპელი პოლიტიკოსი. საქართველოში ისეთი ნიაღვარი გადმოგვესხა, რომ დაწყებული ამერიკის კონგრესიდან, ევროპარლამენტიდან, დასანქცირებებით, მოვხვდით ჩვენ იმიტომ, რომ თურმე დემოკრატია არ გვაქვს და სიტყვის თავისუფლება არ გვაქვს.
ხომ ვიცით, რომ ეს არის ტყუილი. ჩვენ რაღაც უზარმაზარ მაზოლზე დავაჭირეთ ფეხი წარმოუდგენლად ძლიერ ხალხს. ხალხს, რომელსაც 100 -ზე მეტი ომი აქვს ნაწარმოები. ამერიკას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აქვს 100-ზე მეტი ომი ნაწარმოები. თუ წაიკითხავთ 2018 წლის სტატიას „ნიუ-იორკ თაიმსში“ ნახავთ, რომ 45-დან 90-წლამდე 87-მდე მთავრობა აქვს შეცვლილი ამერიკას. ასეთი ხალხი ჩვენ დაგვიპირისპირდა.
ამ სიტუაციაში მე მიმაჩნია, რომ ჩვენ გვყავდა არჩეული მთავრობა, რომელიც სწორად მოიქცა. გვატარებდა სადღაც და არ გვქონდა ჩვენ უფლება, რომ ამ ხალხისთვის არ მიგვეცა საშუალება, რომ გავეყვანეთ სამშვიდობოს. ამ სამშვიდობოს გაყვანაში „იმედს“ ეჭირა პოზიცია, რომ ამ მთავრობის უფლება რაც არის, იმ უფლების განხორციელების საშუალება უნდა მიეცეს. ეს იყო ჩემი პოზიცია და მე მიმაჩნია, რომ „იმედმა“ შეასრულა ეს ხუთიანზე, დიდი მადლობა „იმედს“. ჩვენ სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება ამ ქვეყანას შევუნარჩუნეთ ამ მთავრობასთან ერთად“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.