leaderboard_below_slide
left_sabechdi

კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰიონდუ კიმმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

მინისტრმა მიულოცა ჰიონდუ კიმს საქართველოში კორეის რესპუბლიკის პირველ რეზიდენტ ელჩად დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. მხარეებმა აღნიშნეს რომ
თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა (2024 წლის ნოემბერი) უაღრესად პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველო-კორეის სამომავლო თანამშრომლობაში.

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები, მათ შორის ეკონომიკის, განათლების, ტურიზმის და კულტურული კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

აღნიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების წარმატებული თანამშრომლობა და კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის შექმნის მნიშვნელობა.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა კორეულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, იმუშაონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ასევე იხილეთ