leaderboard_below_slide
left_sabechdi

ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი სპორტული წყვილი „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია

ჰოლანდიაში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი „ჩელენჯერის თასი“ გაიმართა. ქართველმა სპორტულმა წყვილმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ორი პროგრამის ჯამში 203,92 ქულა დააგროვეს და ტურნირის ჩემპიონობა იზეიმეს. წყვილმა მეორე ადგილზე გასულ ნიდერლანდელ წყვილს 35,85 ქულიანი სხვაობით მოუგო.

მოკლე პროგრამა მათ 70,58 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს. სპორტსმენებმა ლიდერობა 133,34 ქულით არც თავისუფალ პროგრამაში დათმეს.

ანასტასია და ლუკა სპორტულ წყვილთა მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებენ. ფიგურულ მოციგურავეთა ქართველმა წყვილმა წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, შარშან კი ევროპის პირველობაზე ვერცხლის მედალი მიიღო.

ფიგურულ მოციგურავეთა წყვილი ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე იხილეთ