leaderboard_below_slide
left_sabechdi

რასა იუკნევიჩიენე: ვერ წარმომიდგენია ტრამპის ეს კოშმარი როგორ დამთავრდება

ევროპარლამენტარი რასა იუკნავიჩიანე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ზელენსკიზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ ვერ წარმოუდგენია როგორ დამთავრდება დონალდ ტრამპის ეს კოშმარი.

“ვერ წარმომიდგენია ტრამპის ეს კოშმარი როგორ დამთავრდება! დღეს დილით თქვენ უფრო საშინელი ახალი ამბებით იღვიძებთ. ჩემო ძვირფასო მეგობარო ამერიკელებო, განსაკუთრებით რესპუბლიკელებო, თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ ხმა ამ ქვეყანაში?”, – წერს იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ზე.

დღეს მოვისმინე – „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ – სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ოფიციალური კიევი აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე არ მიიწვიეს.

ასევე იხილეთ