leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოფელ თელიანში შიდა ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

2025 წელს კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ამჯერადაც პრიორიტეტია.

სოფელ თელიანში შიდა ცენტრალურ გზაზე მშენებელი კომპანია შპს „გრანდ როუდ გრუპი“  სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოს ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაო მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მოსამზადებელი სამუშაოს დამთავრების შემდეგ  გზაზე, რომელზეც ასფალტი  არასოდეს ყოფილა ასფალტბეტონის საფარი დაიგება.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის დასრულების შემდეგ სოფლის მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

ასევე იხილეთ