leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები თიქორი-ენგურის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.

სოფელ ახალ კახათში  ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 5 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობის გაზრდას უზრუნველყოფს.  შედეგად, 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთრი ძალებით ახორციელებს, მარტის თვეში   დასრულდება.

ასევე იხილეთ