leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტრამპის სპეცწარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომდგენელი რუსეთსა და უკრაინაში კიტ კელოგი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის რკინიგზის სადგურზე მას უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი დახვდა.

“ჩვენ ვაპირებთ მოსმენას. მზად ვართ გადავცეთ (უკრაინას) ყველაფერი, რაც საჭიროა. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიის აუცილებლობის გვესმის. ჩემი მისიის ნაწილს წარმოადგენს მოსმენა. შემდეგ მე აშშ-ში დავბრუნდები და პრეზიდენტ ტრამპს გავესაუბრები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ყველაფერი სწორად გვესმის”, – თქვა კელოგმა კიევში ჩასვლის შემდეგ.

მან კიდევ ერთხელ აღინშნა, რომ ომი არ დაიწყებოდა, თუ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქნებოდა.

ასევე იხილეთ