leaderboard_below_slide
left_sabechdi

პაატა კვიჟინაძე: ჩვენი მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და თავად დავაფინანსოთ ისეთი მიმართულებები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება

“ჩვენი მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და თავად დავაფინანსოთ ისეთი მიმართულებები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაფინანსდება ის მიმართულებები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება, მათ შორის, შშმ პირებთან, გარემოს დაცვასa და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

“კანონმდებლობის მიღების კუთხით ორი მიზანი გვაქვს. პირველი საზღვარგარეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობაა. ამისთვის ჩვენ „გამჭვირვალობის კანონი“ მივიღეთ და შეიძლება, მივიღოთ FARA-ს კანონიც, რათა ვნახოთ, ეს თანხები სად იხარჯება. ბოლო პერიოდმა აჩვენა, რომ ბევრი სიკეთისთვის იხარჯება, ბევრი კიდევ გაურკვეველი და საეჭვოა; მეორე, ახლა რა კანონსაც ვიღებთ, ჩვენ გვინდა ამ კანონის საშუალებით ფონდის შექმნა, რომ საქართველომ და საქართველოს მთავრობამ თავად დააფინანსოს ის მიმართულებები და საკითხები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება.

იყო შეკითხვები, თუ რა მიმართულებთ წავა თანხები, არ აქვს შეზღუდვა. დაფინანსდება ის მიმართულებები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება. ეს შეიძლება იყოს შშმ პირებთან, გარემოს დაცვასa და ყველანაირ საკითხთან დაკავშირებით. იქნება კონკურსები და ტენდერები, გამოვლინდებიან გამარჯვებულები და დაფინანსდება ეს ორგანიზაციები. ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება: პირველი, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და მეორე, ჩვენ თვითონ დავაფინანსოთ ისეთი მიმართულებები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება. თუ უცხო ქვეყნები სხვა ქვეყანაში აფინანსებენ თავიანთ ინტერესებს, საქართველომ საკუთარი ინტერესების გატარება რატომ არ უნდა დააფინანსოს?”, – აღნიშნა კვიჟინაძემ.

ცნობისთვის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას დღეს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა.

ასევე იხილეთ