leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: საქართველო ნებისმიერ ევროსტრუქტურაში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობისთვის არა მხოლოდ მზად არის, არამედ უმაღლესი სტანდარტით აკმაყოფილებს ევროკავშირის ყველა მოთხოვნას

“საქართველო ნებისმიერ ევროსტრუქტურაში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობისთვის არა მხოლოდ მზად არის, არამედ უმაღლესი სტანდარტით აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რაც ევროკავშირს აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრის, ადამ შლაპკას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: “ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს შეხვედრაში საქართველო არ მონაწილეობდა და იმედი გვაქვს, მოგვიანებით შემოგვიერთდება”.

“ის მტრული მოქმედებები, რაც საქართველოს წინააღმდეგ ვიხილეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და ევროპარლამენტში, არ გამოხატავს ჩვენთან თანამშრომლობის იმ პერსპექტივას, რაც რეალურად, არსებობს და გვაქვს. მინისტრი შლაპკა თუ ამას გულისხმობდა, ეს მისასალმებელია. გარკვეული საკითხებია, რაზეც მუშაობა გვმართებს ევროკავშირთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, თუმცა საქართველოს მიმართ საკმაოდ რთული დამოკიდებულებაა, რასაც არ ვიმსახურებთ. ორმაგი სტანდარტია და უსამართლობაა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ