საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინაში ომის თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ. მდინარაძის თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება, ამის გამო ამუნათებდნენ.
“გახსოვთ კამპანია, რომელიც ფინანსდებოდა უდიდესი თანხებით, ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა იმაში, რომ დასამუნათებელი ამბავი ყოფილიყო იმასთან მიახლოებული განცხადებაც კი, რასაც აშშ დღეს ოფიციალურ დონეზე საუბრობს. რასაც დღეს ამერიკელები და მათი ლიდერები საუბრობენ 2-3 წლისა და რამდენიმე თვის წინაც, ამასთან მიახლოებული განცხადებაც კი იყო რუსეთუმედ და მოღალატედ მონათვლის კამპანიის საფუძველი. სიმართლე თავის კალაპოტს ყოველთვის პოულობს, რაც არ უნდა კამპანია დაალაგო და შეფუთო, არ არსებობს, რომ სიმართლემ თავისი გზა და კვალი არ იპოვოს”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
დონალდ ტრამპმა აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე კიევის არმიწვევის გამო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას უპასუხა და განაცხადა: „სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი. არასდროს უნდა დაგეწყოთ ეს ომი. შეგეძლოთ გარიგების დადება“.