leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის არც ერთი ადამიანი არ არის დაკავებული

“მშვიდობიანი პროტესტისთვის არც ერთი ადამიანი დაკავებული არ არის”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

“ის, ვინც ძალადობაში არ იღებდა მონაწილეობას, არცერთი მათგანი დაკავებული არ არის არანაირი ფორმით. თუ ძალადობაში და ძალადობრივ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას ეს ადამიანები დღემდე დაკავებულები არიან სისხლის სამართლის წესით, ხოლო თუ ადმინისტრაციული გადაცდომას ჩადის ადამიანი, ამ შემთხვევაში შეიძლება, იყოს ადმინისტრაციული დაკავება”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ