leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი ქაან ორბაისთან.

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა მინისტრს თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ახლად დანიშნული მრჩევლები შინაგან საქმეთა საკითხებში – ჰაქან ბეჯელი და ნეჯმეთინ თეთიკი წარუდგინა. ვახტანგ გომელაურმა ახლად დანიშნულ მრჩევლებს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან არსებული ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისა და თურქული მხარის უწყვეტი მხარდაჭერისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების პროცესში.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა თურქეთის ჩართულობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის განხორციელების პროცესში. ვახტანგ გომელაურმა მადლიერება გამოხატა თურქული მხარის ინიციატივაზე NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ ჩართულ თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო – საზღვაო ძალების ხომალდებზე ქართული კონტინგენტის განთავსების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა აღნიშნეს, რომ აქტიურად გაგრძელდება უწყებებს შორის დაგეგმილი შეხვედრებისა და სამუშაო ვიზიტების განხორციელების ტენდენცია, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

 

ასევე იხილეთ