უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დეზინფორმაციაში ცხოვრობს.
“დონალდ ტრამპის, როგორც ლიდერის, დიდი პატივისცემის გათვალისწინებით…. ის დეზინფორმაციაში ცხოვრობს”, – თქვაზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ თუ ვინმეს მისი, როგორც უკრაინის ლიდერის, შეცვლა სურს, ეს არ იმუშავებს, ვინაიდან მას მაღალი რეიტინგი აქვს.
უკრაინის პრეზიდენტი აგრეთვე გამოეხმაურა ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მას ამომრჩეველთა 4% უჭერს მხარს. ზელენსკის თქმით, ეს არის რუსული დეზინფორმაცია, რომელსაც აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები საუდის არაბეთში შეხვედრის დროს განიხილავდნენ.