“ბოლო წლებში ისეთი ნაბიჯები ვნახეთ, რომელიც პირდაპირ მიმართული იყო სამშობლოს ღალატისკენ, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა გამქრალიყო”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საქართველოს “პირველ არხს” განუცხადა.
ლევამ მახაშვილი იმედოვნებს, რომ სამშობლოს ღალატის მუხლის ამოქმედება იქნება შემაკავებელი და პრევენციული მექანიზმი მათთვის, ვისაც შესაძლოა, მსგავსი დანაშაულების ჩადენის ცდუნება ჰქონდეთ.
“ბოლო წლებში ისეთი ნაბიჯები ვნახეთ, რომელიც პირდაპირ მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა გამქრალიყო. ამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ეს არ უნდა იყოს ერთი რიგითი დანაშაული, არამედ ამას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული უნდა დაერქვას. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ადამიანები ისეთ საქმეს სჩადიან, რაც სახელმწიფოს პირდაპირ ეწინააღმდგება. იმედია, ეს იქნება შემაკავებელი და პრევენციული მექანიზმი მათთვის, ვისაც შეიძლება, ცდუნება ჰქონდეს, რომ მსგავსი დანაშაულები ჩაიდინოს”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.