leaderboard_below_slide
left_sabechdi

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი: უკრაინას ამერიკის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაუჭირდება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაუჭირდება.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის თქმით, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რათა ვაშინგტონმა კიევის მხარდაჭერა გააგრძელოს.

ბუდანოვის განცხადებით, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს ორმხრივად სარგებლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, ევროკავშირს კი თავად სჭირდება უკრაინა, რადგან მის გარეშე ევროპის კონტინენტზე გლობალურ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

დაზვერვის სამმართველოს უფროსმა ისიც აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ეფექტიანი ვერ იქნება, თუკი მასში ომში უშუალოდ მონაწილე მხარეები არ ჩაერთვებიან.

ასევე იხილეთ