საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის კაბინეტს განუცხადა, რომ საფრანგეთს არ ესმის პრეზიდენტ ტრამპის მტკიცება, რომ უკრაინას რუსეთის შეჭრაში ბრალი მიუძღვის.
“ჩვენ კარგად არ გვესმის ეს ლოგიკა. ჩვენი უნარი, უზრუნველვყოთ საკუთარი თავდაცვა, გამოცდას ექვემდებარება. ევროპა აცნობიერებს, რომ მას არ შეუძლია თავისი უსაფრთხოების დელეგირება სხვა ძალებისთვის”, – განუცხადა ჟურნალისტებს საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა სოფი პრიმასმა.