leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი EED-ზე: თუ ეს ყველაფერი, რასაც ისინი აფინანსებდნენ, ემსახურება კეთილ საქმეს, მაშინ გვიჩნდება კითხვის ნიშნები, რატომ არ ასაჯაროებენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი დღემდე ითხოვს ევროკავშირისგან, გაასაჯაროოს EED-ის დაფინანსება, რომელიც მსგავს აქტივობებს აფინანსებს.

„ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ტიპის ტრენინგები არ ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ დღემდე ვთხოვთ ევროკავშირს, რომ გაასაჯაროონ, მაგალითად, EED-ის დაფინანსება, რომელიც ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაცია და აფინანსებს ასეთი ტიპის აქტივობებს და „ენჯეოორგანიზაციებს“. თუ ეს ყველაფერი, რასაც ისინი აფინანსებდნენ, ემსახურება კეთილ საქმეს, მაშინ ჩვენ გვიჩნდება კითხვის ნიშნები, რატომ არ ასაჯაროებენ“, – აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.

ასევე იხილეთ