leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაია ბითაძე: მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, როგორც შემდგარმა სახელმწიფომ, გაამკაცროს კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს გარე ჩარევებისგან დაცვას

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან და გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, როგორც შემდგარმა სახელმწიფომ გაამკაცროს კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს გარე ჩარევებისგან ქვეყნის დაცვას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

„ეს პირველ რიგში დაკავშირებულია ეროვნულ ინტერესებთან და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებასთან“, – დასძინა უმრავლესობის დეპუტატმა.

„ქართული ოცნება“ დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.

ასევე იხილეთ