leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეა წულუკიანი: გადაწყვეტილებებს დიდი სახელმწიფოები მიიღებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რომ უკრაინის საკითხი გადაწყდება უკრაინის ხელისუფლების აზრის ყველზე ნაკლებად გათვალისწინების გარეშე. მისივე თქმით, დიდი სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებებს და საქართველომ ამ გადაადგილების პროცესში უნდა გააგრძელოს თავისი პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკა.

„უკვე ჩანს და დიდი ხანია ნათელი იყო, რომ უკრაინის საკითხი გადაწყდება უკრაინის ხელისუფლების აზრის ყველზე ნაკლებად გათვალისწინების გარეშე, რაც არის ტრაგიკული უკრაინელი ხალხისთვის. დიდი სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებებს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ დიდი გადალაგების პროცესში ის ჩვენი პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკა,რომელმაც დღემდე ჩვენ მძიმედ, მაგრამ მშვიდობიანად მოგვიყვანა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ