დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ტრენდი არის მაქსიმალურად დაახლოებული რეალობასთან. რეალობაა ის, რომ USAID-ი სახელმწიფოებს კი არ ეხმარებოდა, სახელმწიფოების დაზიანებით იყო დაკავებული, – განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისივე თქმით, რეალობაა ის, რომ თუ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის პარტნიორები, უნდა იყოს ეს ნდობაზე და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა.
„ტრადიციულად ასე იყო ყოველთვის, ევროპას რაც არ უნდა სიამოვნებდეს, ეს ასეა, ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში იძლევა იმპულსს იმისა, თუ რა არის ტრენდი, როგორც იტყოდა ზოგიერთი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ტრენდი არის მაქსიმალურად დაახლოებული რეალობასთან. რეალობაა ის, რომ USAID-ი სახელმწიფოებს კი არ ეხმარებოდა, სახელმწიფოების დაზიანებით იყო დაკავებული, რომ არაერთი ქვეყნის შიდა საქმეებში დასავლური ორგანიზაციები გარკვეული ძალებით ზურგ გამაგრებული ერეოდნენ მავნებლურად, რომ ასე უბრალოდ გაგრძელება შეუძლებელია, რომ თუ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის პარტნიორები, უნდა იყოს ეს ნდობაზე და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა. გასაგებია, რომ ასეთ ურთიერთობაში შემდეგ ჩვენ ერთმანეთის ინტერესებს ვითვალისწინებთ ყოველთვის და ასე ვმუშაობდით. ჩვენ ვითვალისწინებდით მათ ინტერესებს, მაგრამ როდესაც გასაგები გახდა, რომ ინტერესების გათვალისწინება, ერთმანეთის პატივისცემა კი არ არის აქ, მთავარი არის ის, რომ ჩამოგაგდონ, გადაგაგდონ და ქართველი ერის ინტერესი გადათელონ. აქ მოეწყოს ტერიტორია, რომელსაც იყენებენ საომრად და ჩვენ ამას წინ აღვუდექით“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.