leaderboard_below_slide
left_sabechdi

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული, კერძოდ:

ინტენსიური თოვის, ლიპყინულის, ზვავსაშიშროების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებიტ შეზღუდულია: საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ2-კმ28 მონაკვეთზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზისკმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე და ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე .

ინტენსიური თოვისა, დაბალი ტემპერატურისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: ახალქალაქი კარწახის საავტომობილო გზაზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი)მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე,ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურისსაავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი)მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისსაჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილოგზაზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილისსაავტომობილო გზის კმ30-კმ177 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე.

დიდთოვლობის გამო, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ124 (ლენტეხი-მელე)მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (სოფ. პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

ასევე იხილეთ