დავით მათიკაშვილი: “გრანტების შესახებ” კანონი დაადგენს იმ რეგულაციას, რომლის შესაბამისად, არა უცხოეთიდან შემოდინებული თანხებით, არამედ საქართველოს ბიუჯეტიდან მოხდება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი “გრანტების შესახებ” კანონს აფასებს.
“გრანტების შესახებ”კანონი დაადგენს იმ რეგულაციას, რომლის შესაბამისად, არა უცხოეთიდან შემოდინებული თანხებით, არამედ საქართველოს ბიუჯეტიდან მოხდება არასამთავრობო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსება, რომელთა საქმიანობაც იქნება კონკრეტულად კეთილი მიზნებისთვის განსაზღვრული”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტი გრანტების შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით დღეს განიხილავს.