„ჯანდაცვის სისტემაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლი, იმისთვის, რომ სწორად ხორციელდებოდეს და ვითარდებოდეს ნებისმიერი სხვა მიმართულება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ღონისძიებაზე, რომელსაც სამედიცინო სფეროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, კომპანია „ევექსმა“ განახლებული სტრატეგია წარადგინა, რომელიც პირველად ჯანდაცვაში პრევენციული მედიცინის განვითარებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერას გულისხმობს.
ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პირველად ჯანდაცვის საფეხურზე, მნიშვნელოვანია პრევენციული მედიცინის ხელშეწყობა, რაც დროული დიაგნოსტიკისა და შესაბამისად, უფრო ეფექტური მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.