leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ ჩიბურდანიძე: გააღვიძეთ ლორა თორნტონი და უთხარით, რომ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ უკვე და მის ქვეყანაშიც სხვა ხელისუფლებაა

„დასრულდა ის დრო, როდესაც ოკეანის გაღმიდან გვიკვეთდნენ რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არა. ეს დრო ტრამპამდე „ოცნების“ ხელისუფლებამ დაასრულა საქართველოში. ჩვენთვის  გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, რომელ ქვეყანაში როგორ შეიცვლება ხელისუფლება, რადგან უკვე ჩვენი დღის წესრიგით ვცხოვრობთ“, –  წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და საქართველოს შიდა საქმეებში ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნის ლორა თორნტონის ჩარევას ეხმიანება.

თამარ ჩიბურდანიძეს უძნელდება იმის თქმა, თუ რით არის გამოწვეული თორნტონის მხრიდან საქართველოში რევოლუციის და არეულობის მოწყობის  და შესაბამისად, ქვეყნის განადგურების სურვილი.

„გასაოცარია პირდაპირ, მსოფლიო ლამის ააყირავა ტრამპის ამბიციურმა პოლიტიკამ  და ეს ამერიკელი ქალბატონი ისევ წარსულით ცხოვრობს. ასეთი რა სიძულვილი აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ თავგამეტებით იბრძვის საქართველოში რევოლუციისთვის, არეულობისთვის, ეკონომიკური და ალბათ ფიზიკური განადგურებისთვისაც კი.

გააღვიძეთ ლორა თორნტონი და უთხარით, რომ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ უკვე და მის ქვეყანაშიც სხვა ხელისუფლებაა. დასრულდა ის დრო, როდესაც ოკეანის გაღმიდან გვიკვეთდნენ რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არა. ეს დრო ტრამპამდე ოცნების ხელისუფლებამ დაასრულა საქართველოში. ჩვენთვის  გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, რომელ ქვეყანაში როგორ შეიცვლება ხელისუფლება, რადგან უკვე ჩვენი დღის წესრიგით ვცხოვრობთ. ლორა თორნტონის დამოძღვრას კი არა, მსოფლიოს უძლიერესი ლიდერების შემოტევას გავუძელით.

ბუნებრივია, ლორა თორნტონთან ინტერვიუს ოპოზიციის თხოვნით ან დაკვეთით წერენ. ამიტომ, მათ მივმართავ, რას ერჩით ამ ქალს? შეეშვით! მართალია, თორნტონის და ვილსონის გარდა მეტს ვეღარ პოულობთ ამერიკაში, მაგრამ ქალია ბოლოსდაბოლოს და ეყოფა, ცოდოა…“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

 

ასევე იხილეთ