გიორგი ვოლსკი დიპლომატებზე: კონკრეტული ამოცანა აქვთ – ევრობიუროკრატია გაერთიანდა საქართველოს წინააღმდეგ, რათა ეს ქვეყანა გახდეს მონაწილე იმ სისხლიანი პროცესების, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გერმანიისა და საფრანგეთის ელჩების მიერ გორში გამართულ დისკუსიას გამოეხმაურა.
“ეს არ არის გარკვეული ელჩების ან პიროვნებების პოზიცია. ეს არის შოლცის ადმინისტრაციის პოზიცია, მაგალითად, რომელიც გერმანიაში თავად არის უკვე რაღაც პოლიტიკურ ოფსაიდში. ეს არის ადამიანების პოზიცია, რომელთაც კონკრეტული ამოცანა აქვთ – ევრობიუროკრატია გაერთიანდა საქართველოს წინააღმდეგ, რათა ეს ქვეყანა გახდეს მონაწილე იმ სისხლიანი პროცესების, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა გორში დისკუსია რადიკალიზმის შემცველი ბანერების ფონზე გამართეს.