leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: არიან ისეთი ენჯეო ორგანიზაციები საქართველოში, რომლებიც მართლა კეთილ საქმეს ემსახურებიან და ისინი მოყვნენ ბულინგის ქვეშ

“არიან ისეთი ენჯეო ორგანიზაციები საქართველოში, რომლებიც მართლა კეთილ საქმეს ემსახურებიან და ისინი მოყვნენ არანორმალური ბულინგის ქვეშ, როდესაც დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის რეესტრში”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც დონორებმა დაფინანსება შეუწყვიტეს იმის გამო, რომ გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირდნენ, ექნებათ საშუალება მიმართონ ფონდს, წარადგინონ საკუთარი პროექტი და მიიღონ დაფინანსება.

“მსხვილ, მდიდარ ენჯეოებზე ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ისინი მავნებლობას ემსახურებიან და მაგიტომ არ რეგისტრირდებიან. თუ დონორი ორგანიზაცია იმის გამო, რომ ისინი დარეგისტრირებულები იყვნენ (გამჭვირვალობის რეესტრში) გადაუკეტავს დაფინანსებას, ახლა უკვე მათ ექნებათ საშუალება, რომ მიმართონ იმ უწყებას, რომელიც მთავრობის ქვეშ იქნება ჩამოყალიბებული. დაასაბუთებენ საჭიროებას იმ თანხისა, რომელიც უნდა მოხმარდეს საქართველოში რაიმე კონკრეტულ კეთილ საქმეს და მიიღებენ ასეთი ტიპის დაფინანსებას”, – აცხადებს მაჭავარიანი.

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.

ასევე იხილეთ