leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი პესკოვი: ნატოს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის უკრაინაში შესაძლო გაგზავნა კრემლის შეშფოთებას იწვევს

უკრაინაში ნატოს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის შესაძლო გაგზავნა კრემლის შეშფოთებას იწვევს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, რუსეთი აღნიშნულ საკითხზე გაკეთებულ ყველა განცხადებას ყურადღებით ადევნებს თვალს.

დიმიტრი პესკოვს კითხვა დაუსვეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის გეგმაზე უკრაინაში 30 000-მდე ევროპელი სამხედროს გაგზავნასთან დაკავშირებით.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ყველა ამ შეტყობინებას, ვაკვირდებით ამ საკითხზე ყველა, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ, ოფიციალურ განცხადებას ევროპელების მხრიდან. ეს იწვევს ჩვენს შეშფოთებას, რადგან საუბარია ნატოს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების სამხედრო კონტინგენტების უკრაინაში შესაძლო გაგზავნაზე. ეს სრულიად სხვა მნიშვნელობას იძენს ჩვენი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამიტომ ეს თემა მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამას”, – განაცხადა პესკოვმა.

ასევე იხილეთ