leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარიამ ლაშხი: ის პირობები, რაც ტექნოლოგიურ კომპანიებს საქართველოში კარგ გარემოს უქმნის ცხოვრებისთვის, მიუთითებს იმას, რომ ქვეყანამ სწორი პოლიტიკა და რეფორმები განახორციელა

“ის პირობები, რაც ტექნოლოგიურ კომპანიებს საქართველოში კარგ გარემოს უქმნის ცხოვრებისთვის, მიუთითებს იმას, რომ ქვეყანამ სწორი პოლიტიკა და რეფორმები განახორციელა”, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა Enjoy Travel-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებზე საუბრისას.

მისი თქმით, მსოფლიოს ტოპ 25 ციფრულ ქვეყანაში საქართველოს მიერ პირველი ადგილის დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველომ ძალიან მიზანმიმართული და სწორი პოლიტიკა განახორციელა ქვეყნის ციფრულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებაში.

“მიღწევები და კარგი შეფასებები, რომელიცაა არა მხოლოდ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, ხარისხიანი ცხოვრების წესი, უსაფრთხო გარემო, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და სხვა პირობები, რაც ტექნოლოგიურ კომპანიებს აქ კარგ გარემოს უქმნის ცხოვრებისათვის, მიუთითებს იმას, რომ საქართველომ სწორი პოლიტიკა და რეფორმები განახორციელა”, – აღნიშნა ლაშხმა.

ასევე იხილეთ