“უკრაინა დემოკრატიაა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რუსეთი კი არა”, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირი დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელშიც მან ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა.
ევროკავშირის წარმომადგენლის, შტეფან დე კერსმაკერის თქმით, ევროკავშირს აქვს “პირდაპირი და მკაფიო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით”.
მისი თქმით, “პრეზიდენტი ზელენსკი ლეგიტიმურად აირჩიეს თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებში”.