ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: მათთვის ამერიკა ან ევროპა კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ძალაუფლება

ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას ამერიკა და ევროპა არ აინტერესებს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური ძალაუფლება მოიხვეჭონ.
„საზოგადოებამ არაერთხელ ნახა წარსულშიც, როგორ ლანძღავდნენ უშვერი სიტყვებით ამერიკის და ევროკავშირის ელჩს თავის დროზე იმიტომ, რომ ეს მათ პოლიტიკურ ინტერესებში შედიოდა. ახლა რასაც ვხედავთ, ესეც მარტივად მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის ამერიკა ან ევროპა კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ძალაუფლება მოიხვეჭონ და ამისთვის თუ საჭიროა ერთ დღეს კარგს იტყვიან ამერიკასა და ევროპაზე, მეორე დღეს ორივეს გალანძღავენ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.