leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაია ბითაძე: ნებისმიერი მცდელობა, რომ დისკრედიტირებული იყოს ის დასკვნა, რომელიც ეუთო-მ დადო, არის თავდასხმა არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებზე, არამედ ძირს უთხრის ეუთოს, როგორც სადამკვირვებლო ფუნქციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციას

„ნებისმიერი მცდელობა, რომ დისკრედიტირებული იყოს ის დასკვნა, რომელიც ეუთო-მ დადო, არის თავდასხმა არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებზე, არამედ ძირს უთხრის ეუთოს, როგორც სადამკვირვებლო ფუნქციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციას”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის წევრია.

„როგორც ძირითად სესიაზე, ასევე ყველა კომიტეტზე, ჩვენი დელეგაციის მხრიდან ხაზი გაესვა ეუთოს, როგორც სადამკვირვებლო როლის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის მნიშვნელობას, მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე, სადაც ეუთო-ს დასკვნა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ არჩევნები ჩატარდა მიუხედავად გამოწვევებისა ღია და კონკურენტულ გარემოში. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ დისკრედიტირებული იყოს ის დასკვნა, რომელიც ეუთო-მ დადო, არის თავდასხმა არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებზე, არამედ ძირს უთხრის ეუთოს, როგორც სადამკვირვებლო ფუნქციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციას, რაც ძალიან სახიფათოა ზოგადად სამომავლო ჭრილში თუ განვიხილავთ ეუთო-ს როლს რეგიონში“, – აღნიშნა ბითაძემ.

ასევე იხილეთ