„ოპოზიციისთვის დონალდ ტრამპი რუსეთუმე და პუტინის მოკავშირე გახდა. ეს ადამიანები უფრო მეტ მარაზმში და ფანტაზიაში გადაიჭრებიან“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს.
„ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ყველამ თავი უნდა დაანებოს და ჩვენ ქვეყანას უნდა მივხედოთ. ახლა ეს ადამიანები გაშმაგებით ამერიკულ დიპლომატიას იწუნებენ და ტრამპის ადმინისტრაციას უშვერი სიტყვებით ლანძღავენ.
საქართველოს ინტერესების დაცვა ქართველ ხალხთან ერთად უნდა გავაგრძელოთ, რადგან ეს ადამიანები აზიანებენ მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.