leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით კაჭარავა: ოპოზიცია არათანმიმდევრულია. თუ ტრამპს გაპრეზიდენტებამდე ეწინააღმდეგებოდნენ, გაპრეზიდენტების შემდეგ ვნახეთ, ინაუგურაციაზე ერთმანეთს როგორ ასწრებდნენ

„ოპოზიცია ძალიან არათანმიმდევრულია. თუ ტრამპის პრეზიდენტად მოსვლამდე ტრამპს ეწინააღმდეგებოდნენ, მისი გაპრეზიდენტების შემდეგ დავინახეთ, ინაუგურაციაზე ერთმანეთს როგორ ასწრებდნენ”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით კაჭარავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

დავით კაჭარავას მიაჩნია, რომ ოპოზიცია ხასიათს არ შეიცვლის და კვლავ შეეცდება ქვეყანაში სიტუაცია არიოს.

„შეცვლილი პოზიციებით იყვნენ, უნდოდათ თავისი ურთიერთობა დაელაგებინათ [ტრამპთან], მაგრამ დღეს კვლავ შეიცვალეს პოზიცია და ლანძღვით არიან დაკავებულები, რადგან ტრამპის დღევანდელი ადმინისტრაცია მათ პოზიციებს სრულიად ეწინააღმდეგება. ალბათ, უამრავი ადამიანი ხვდება ამ ყველაფერს. დრომ აჩვენა სიმართლე, რომ ბოლო პერიოდში რასაც ჩვენი ხელისუფლება საუბრობდა, ეს ყველაფერი დადასტურდა. მე დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ ოპოზიცია თავის ზნეს შეიცვლის, ისევ ეცდებიან როგორმე არიონ ქვეყანაში სიტუაცია. მაგრამ დღეს ჩვენი ხელისუფლება და ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე იყო, ამიტომ ჩვენს სამშობლოს კიდევ უფრო მყარად დავიცავთ“, – აღნიშნა დავით კაჭარავამ.

ასევე იხილეთ