leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით კაჭარავა „ფარას“ კანონზე: ჩვენს ქვეყანას შეუძლია წინ გადადგას ნაბიჯი და გაძლიერდეს იმ მიმართულებით, რომ გარე ჩარევებისგან თავი დაიზღვიოს

„ხალხის ძალის“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით კაჭარავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ფარას“ კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კანონი საქართველოსთვის კარგი იქნება.

„ფარას“ კანონი, რომელიც ათწლეულებია მოქმედებს აშშ-ში და ძალიან კარგად იცავს გარე ჩარევებისგან, ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან კარგი იქნება. არის ის დრო, როდესაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია, რომ წინ გადადგას ნაბიჯი და გაძლიერდეს იმ მიმართულებით, რომ გარე ჩარევებიდან თავი დაიზღვიოს“, – აღნიშნა დავით კაჭარავამ.

ოპოზიციონერი დეპუტატი „სამშობლოს ღალატის“ მუხლის აღდგენის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და მმართველი გუნდის ამ ინიციატივას „ხალხის ძალა“ მხარს დაუჭერს.

„სამშობლოს ღალატი რა სიმძიმის დანაშაულია, ამის საზოგადოებიდან გაქრობა სცადეს[„ნაციონალურმა მოძრაობამ“]. ჩვენ ამ მუხლს მხარს დავუჭერთ, რადგან სამშობლოს ღალატი არის ერთ-ერთი უმძიმესი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება ადამიანმა ან ორგანიზაციამ გადადგას“, – აღნიშნა დავით კაჭარავამ.

ასევე იხილეთ