ლევან მაჭავარიანი: იმედი გვაქვს, რომ ტრამპი დაამარცხებს „დიფ სთეითს“ და შესაბამისად, ეს ტენდენცია უკვე გადავა ევროპაზეც და ევროკავშირიც გათავისუფლება მათი გავლენებისგან

„ბატონმა ტრამპმა ღია ბრძოლა გამოუცხადა „დიფ სთეითს“ და იმედი გვაქვს, რომ ის დაამარცხებს მათ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ემსახურება „დიფ სთეითის“ გავლენებს საქართველოში.
„ბატონმა ტრამპმა ღია ბრძოლა გამოუცხადა „დიფ სთეითს“. ჩვენ, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებთ და ძალიან ღრმად ვართ დარწმუნებულები და დიდი იმედი გვაქვს, რომ დაამარცხებს იგი „დიფ სთეითს“ და შესაბამისად, ეს ტენდენცია უკვე გადავა ევროპაზეც და ევროკავშირიც გათავისუფლება „დიფ სთეითის“ გავლენებისგან“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.