leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: სერიოზული პანიკა გამოიწვია იმან, რომ რევოლუცია არ შედგა

“დესტაბილიზაცია არ შედგა და აქედან გამომდინარე, ახალი ინსტრუქცია გამოსცეს”, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ლორა თორნტონის განცხადებას, რომელსიც ის საქართველოში პროტესტის მუხტის გაძლიერებაზე საუბრობს.

“სერიოზული პანიკა, გაწბილება, ისტერიკა გამოიწვია იმან, რომ რევოლუცია არ შედგა, სისხლი არ დაიღვარა, როგორც ამას მაკკეინის ინსტიტუტი ქვეყანას მოუწოდებდა და მოუწოდებდა ახალგაზრდებს, რომ ჩართულიყვნენ ისეთ პროტესტში, რომელიც აუცილებლად მიიყვანდა საქართველოს მეიდნის სცენარამდე. დღემდე გრძელდება სერიოზული ზეწოლა საქართველოზე, მის ხელისუფლებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკა რომელსაც ჩვენ ვატარებთ, არ ემთხვევა იმ პოლიტიკას რომელსაც ატარებდა და გეგმავდა თუნდაც მაკკეინის ინსტიტუტი. დესტაბილიზაცია არ შედგა და აქედან გამომდინარე, ახალი ინსტრუქცია გამოსცეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის აზრით, მომიტინგეებმა საქართველოში პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში უნდა გადაიყვანონ. მისივე თქმით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რათა მომიტინგეებმა ხელისუფლება დაამარცხონ.

ასევე იხილეთ